დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიცია 26 ოქტომბრისთვის არ ემზადება, მათ არჩევნები დიდი ხანია, წაგებული აქვთ
წინასაარჩევნოდ გვარამიას მხრიდან წამოცდენები თუ წინასაარჩევნო საუბრები მანამდეც ყოფილა, რაც არ უნდა თავი დამალონ, მათი ქვეცნობიერი მაინც საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.
„მათ ხელისუფლებაში მოსაბრუნებელი პირი არ გააჩნიათ. მათ საზოგადოებისგან ეს მესიჯი დიდი ხანია მიიღეს. ახლა იმისთვის ემზადებიან, რომ მაშველი რგოლები მაქსიმალურად გამოიყენონ და სიტუაციის არევის ინსცენირება მოახდინონ 27 ოქტომბერს, რისი არანაირი შანსიც არ აქვთ ბევრი მიზეზის გამო. ჩვენი საზოგადოება მათ არჩევნებზე დიდ უარს გამოუცხადებს და მწარედ დამარცხდებიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.