დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ახლა ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან, რაც ძალიან სასაცილოა
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ახლა ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან, რაც ძალიან სასაცილოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას წინასაარჩევნოდ საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრებიც კი არ გაუმართავს და ახლა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, რაც სასაცილოა.

„სხვა წინასაარჩევნო კამპანიებისგან განსხვავებით, ამ კამპანიის დროს ვნახეთ სიტუაცია, როცა რადიკალურ ოპოზიციას საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ახლა ისინი ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან, რაც ძალიან სასაცილოა. ოპოზიცია თავის ამომრჩევლებთან შეხვედრებით თავს არც ადრე იკლავდა, ელემენტარული პროგრამა არასდროს არ ჰქონდათ, მაგრამ ადრე ამის მცდელობა მაინც ჰქონდათ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ფიქრობდნენ, საკითხი გადაწყდებოდა არა საქართველოში ამომრჩევლების მიერ, არამედ ვიღაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს არის სიმართლე, მათ ასე ეგონათ. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მილიონ 125 ათასი ხმით მოიგო. ამიტომ გაყალბების მასშტაბებზე საუბარი სასაცილოა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.