დავით მათიკაშვილი - პროგრესი მიიღწევა მხოლოდ ერთად დგომით, რადიკალიზაცია არის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო
დავით მათიკაშვილი - პროგრესი მიიღწევა მხოლოდ ერთად დგომით, რადიკალიზაცია არის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო

პროგრესი მიიღწევა მხოლოდ ერთიანობით და ერთად დგომით, რადიკალიზაცია არის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენი მიზანი არის ერთიანობა და არა დაყოფა. პროგრესი მიიღწევა მხოლოდ ერთიანობით და ერთად დგომით, რადიკალიზაცია არის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, რათა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე აიწიოს და ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით. ეს არის ამოცანა, რომელსაც ემსახურება ქვეყნის ხელისუფლება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.