დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს თუ რაიმე კანონგარეშე ქმედება იქნება, სახელმწიფო ადეკვატურად უპასუხებს
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს თუ რაიმე კანონგარეშე ქმედება იქნება, სახელმწიფო ადეკვატურად უპასუხებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კითხვას, როგორ აფასებს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას.
„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას მთელი მსოფლიო აკვირდება. საქართველო მსოფლიო თანამეგობრობისთვის კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან საქართველოს ისტორიაში პირველად, ფიცს დებს ქალი პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება მშვიდ, წყნარ ვითარებაში ჩატარდეს. თუკი რაიმე ქმედება გაცდება კანონით დადგენილ ფარგლებს, ცხადია, სახელმწიფო ადეკვატურად უპასუხებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.