დავით მათიკაშვილი - ორი მეგობარი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა დავით გარეჯის პრობლემა მოიხსნას
ორი მეგობარი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა დავით გარეჯის პრობლემა მოიხსნას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები იყოს დაცული.
„ორი მეგობარი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა ეს პრობლემა მოიხსნას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი, ეს არის საქართველოს საკითხიც და აზერბაიჯანის საკითხიც, ამიტომ ერთობლივად, ისევე როგორც ორ მეგობარს ჩვევია, უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და ასეც მიმდინარეობს. მინდა, დაგარწმუნოთ, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი, ისე რომ არ შეილახოს არც ერთი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.