დავით მათიკაშვილი - ორი დღეა, ეკა ბესელიასგან ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის
ორი დღე, რაღაც ეკა ბესელიასგან ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც სამწუხარო მოსასმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, სახე არ უნდა დაკარგოს და ისე უნდა გააგრძელოს პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა
„არ მგონია, რომ საზოგადოება ასეთი ტერმინოლოგიით საუბრის მომხრე იყოს და ვინმეს სიამოვნებდეს ის, რაც ბოლო რამდენიმე დღეა ისმის. ეს არ არის სწორი და ჯანმრთელი მიდგომა, მით უმეტეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც სულ ცოტახნის წინ ერთი გუნდის შემადგენელი ნაწილი იყო. უნდა არსებობდეს ზღვარი ეს იგულისხმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება დახმარება დასჭირდეს, რადგან ორი დღეა რაღაც ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც სამწუხარო მოსასმენია. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, სახე არ უნდა დაკარგოს არავინ და ისე უნდა გააგრძელოს პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მასაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო ეკა ბესელია ყოფილიყო სიის შემადგენლობაში.