დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის მხრიდან იყო პოპულიზმის, თავის წარმოჩენის ძალიან უშედეგო მცდელობა
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე და პირიქით, პასუხისმგებლიანი მმართველის ძალიან ცალსახად გამოკვეთილი, ერთმნიშვნელოვნად ღია პასუხები მოისმინა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განუცხადა.
„დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი ოპოზიციის უშინაარსობის. მათი კითხვები იყო მოკლებული ყოველგვარ კონტენტს, შინაარსობრივად რომ მართლაც რაიმე სახის პრობლემატიკაზე გაემახვილებინათ ყურადღება. ეს იყო პოპულიზმის ძალიან უშედეგო მცდელობა, თავის წარმოჩენის. სინამდვილეში, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. და პირიქით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პასუხისმგებლიანი მმართველისა და პრემიერის ძალიან ცალსახად გამოკვეთილი, ერთმნიშვნელოვნად ღია პასუხები მოისმინა საზოგადოებამ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა არათუ კრიზისიდან გამოიყვანოს, არამედ პროგრესისა და განვითარების ტემპი კიდევ უფრო მაღალ თამასაზე ასწიოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.