დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის დღის წესრიგი უმეტესწილად არის დესტრუქციული და დეზინფორმაციაზე დაყრდნობილი
ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი გააჩნია, რომელიც უმეტესწილად არის, სამწუხაროდ, დესტრუქციული და დეზინფორმაციაზე დაყრდნობილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ისინი ყოველთვის ცდილობენ მათივე მმართველობის დროს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ჩადენილი დანაშაულები გადააბრალონ ხელისუფლებას და დღეს ისრები აქეთკენ მიმართონ. თუ მართლა გაინტერესებთ, ველის მოსუფთავება რა არის, შეგიძლიათ ისევ და ისევ „რუსთავი 2“-ის ისტორიას ჩაუკვირდეთ, ასევე „იმედის“, „იბერიას“, „მაესტროს“ ისტორიას. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მთელმა მსოფლიომ, მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორ ხდებოდა ზეწოლა, მითვისება, დასაკუთრება სრულიად მედიასივრცის, რაც საქართველოში 2012 წლიდან არის სრულიად წარმოუდგენელი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.