დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია ძირითადად ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული, ე.წ. ერთობის არჩევნებამდე შენარჩუნება ვერ შეძლეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ძირითადად ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული და ე.წ. ერთობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
მათიკაშვილის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რა სახით მივლენ ისინი არჩევნებამდე.
მათიკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა რა კონფიგურაციაც უნდა მოიფიქრონ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაინც დამარცხდებიან.
„ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ერთმანეთს ძირითადად ლანძღავენ. მათ ვერ შეძლეს ე.წ. ერთობის შენარჩუნება არჩევნებამდე. არჩევნებამდე რა სახით მიაღწევენ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპოზიციურმა ძალებმა რაც უნდა კონფიგურაცია მოიფიქრონ, ისინი დამარცხდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ქართველი ხალხი მათ კვლავ გამოუტანს შესაბამის განაჩენს. ეს არის რეალობა, რომელსაც ნახავს მთელი საზოგადოება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.