დავით მათიკაშვილი - ნიკანორ მელიას თუ სურს გირაოს გადახდა, გაუგებარია, რატომ ელოდება ევროკავშირის ფულს
ნიკანორ მელიას თუ სურს გირაოს გადახდა, მაშინ რატომ ელოდება ევროკავშირის ფულს, ეს გაუგებარია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია ისიც, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კარგად დაინახა, რომ რეალურად კრახით დასრულდა დესტრუქციის გზა, დღეს აბნეული და არათანამიმდევრულ განცხადებები ისმის.
„რეალურად საქმე შემდეგშია – საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ დესტრუქცია მარცხით დასრულდა. ერთადერთი სწორი გამოსავალია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება – საპარლამენტო მუშაობის განახლება, მეტი პარტია პარლამენტში ის, რაც იყო „ქართული ოცნების“ სურვილი, როცა ჩვენ ერთპროცენტიან ბარიერს ვქმნიდით, რომ პარლამენტი ყოფილიყო მულტიპარტიული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.