დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ წაგების აგონიიდან ვერ გამოვიდა
გაერთიანებული ოპოზიციისგან არაადეკვატური განცხადებები პირველი არ არის,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ მოთხოვნას, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაცია გაუუქმდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ წაგების აგონიიდან ვერ გამოვიდა. ფიქრობს, აცხადებს და აჟღერებს გაუგონარ და წარმოუდგენელ საკითხებს. ჯობია, დემოკრატიის პრინციპებს ყველამ პატივი სცეს, დამარცხება აღიაროს და იმ არჩევნებისთვის მოემზადოს, რომელიც საქართველოს 2020 წლისთვის ელოდება“,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
თუმცა, როგორც მათიკაშვილი ამბობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რა რესურსით და ძალით მივა „ნაციონალური მოძრაობის“ 2020 წლის არჩევნებამდე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე, თუნდაც არჩევნების შემდგომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც დესტაბილიზაციასა და ქაოსისკენ მოუწოდებდა. ასე რომ, 2020 წლისთვის მოვემზადოთ და არაადეკვატურ განცხადებებს შევეშვათ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.