დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ განწირულია

პოლიტიკურ მოუსავლეთში მიმავალი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოცარული, ახლად გამომცხვარი თავმჯდომარე როგორ კომიკურ განცხადებებს გააკეთებს, საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სახე დიდი ხანია, საზოგადოებას დაანახა.

„პარტიის შიგნით ბოღმით გამსკდარი ე.წ. ლიდერები ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, შემდეგ ვითომ არჩევნები მოაწყვეს და უკვე პარტიას კულისებში მყოფი პირებით მართავენ, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ვგულისხმობ. ეს პარტია განწირულია. რაც შეეხება მანდატების თაობაზე განცხადებას, ხაბეიშვილი ოფისებს ვერავის გადასცემს, ეს კარიკატურული ფიგურა პარტიას სად წაიყვანს, ვნახავთ. მათი პოლიტიკური რეიტინგი ნულს ქვემოთაა. ეს განცხადება არის უგემოვნო სვლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.