დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი გამოიწვევს, რომ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება მარტივ მამრავლებად დაიშლება
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი გამოიწვევს, რომ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება მარტივ მამრავლებად დაიშლება

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სახე ბოლომდე რომ ეჩვენებინა, ამისთვის პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, პოლიტიკურად საზოგადოების წინაშე გაშიშვლდა და ყველას დაანახეს, რისი გამკეთებლები იყვნენ და არიან დღეს – როგორც ერთმანეთის, ასევე საზოგადოების მიმართ.

„ერთმანეთს არ ინდობენ, კომპრომატებით დარბიან და კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ხელში ძალაუფლება ჰქონდათ, რა დოზით აკეთებდნენ სიბინძურეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი საბოლოოდ გამოიწვევს შემდეგს – რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული პროცესის შიგთავსშია შიდა პარტიული ინტერესები, ბინძური ფულის დაუფლება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.