დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ქვეყანაში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ქვეყანაში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება

საკმაოდ მძიმე ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, მიმდინარეობს ურთიერთდაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ დაპირისპირებული მხარეები ყველაფერზე მიდიან და არ ერიდებიან არაფერს, რათა რადიკალურ დაჯგუფებაში მმართველობა ხელში ჩაიგდონ.

„ეს ის ეტაპია, რომლის შემდეგაც ჭაობში მდგარი პარტია გააღრმავებს და დაშლის პროცესს. რეალურად, პარტიაში არჩევნები რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, საქართველოში რადიკალიზმის დონე აუცილებლად შემცირდება, რადგან ამ რადიკალური პარტიის მხარდაჭერა მინიმუმამდეა დაყვანილი. შეძლებს თუ არა ეს ძალა პარტიის სახით მიიყვანოს თავი საპარლამენტო არჩევნებამდე, ამაზე დიდი ეჭვი მაქვს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.