დავით მათიკაშვილი - მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც საქართველომ აშშ-სთან ერთად ითამაშა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში
მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არაერთი მადლობის წერილი გამოითქვა, რომელიც მიიღო, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშიერბით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველომ და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია როლი შეასრულა.
საქართველომ, კერძოდ, მისმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ითამაშა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობაში. მან შეერთებულ შტატებთან ერთად ფასილიტატორის როლი იკისრა და სწორედ მისი ჩართულობით მოხდა სომეხი სამხედროების სამშობლოში დაბრუნება, რაც გახლავთ ხაზგასმა საქართველოს ფაქტორის რეგიონში, როგორც სტაბილურობის ფაქტორი. მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არაერთი მადლობის წერილი გამოითქვა, რომელიც მიიღო, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისგან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გამოკვეთავს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჩვენი ორი მეზობელი, მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობის გაღრმავების და გაუმჯობესების თვალსაზრისით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.