დავით მათიკაშვილი - თავი უნდა შევიკავოთ ისეთი მსვლელობისგან, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს პროვოკაციული ხასიათი ან მის მიმართ პროვოკაციული ქმედება გამოიყენონ
მაშინ, როდესაც კონკრეტულ მსვლელობას, აქციას შეიძლება ჰქონდეს გარკვეულწილად პროვოკაციული ხასიათი, ან მის მიმართ იყოს ასევე, პროვოკაციული ქმედება გამოყენებული, ასეთი მსვლელობისგან თავი უნდა შევიკავოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხადია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.
„.მაშინ, როდესაც კონკრეტულ მსვლელობას, აქციას შეიძლება, ჰქონდეს გარკვეულწილად პროვოკაციული ხასიათი ან მის მიმართ იყოს ასევე, პროვოკაციული ქმედება გამოყენებული, ასეთი მსვლელობისგან თავი უნდა შევიკავოთ, ასე ხდება მთელ მსოფლიოში, ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ აქციის ორგანიზატორებზე და მსვლელობაზე, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე სახის დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი ქმედებებისგან თავის შეკავება შეიძლება უკეთესი იყოს. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.