დავით მათიკაშვილი - მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობაში მსჯელობა შედგება
პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში მსჯელობა შედგება.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩაეტევა კონსტიტუციურობის ფარგლებში.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ ამ კუთხით დიალოგისთვის. დიალოგისთვის იმ მიმართულებით, რომ გავაუმჯობესოთ მართლმსაჯულება საქართველოში. რა ხერხით მოვახერხებთ, ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ ერთს გარანტირებულად გეტყვით, რომ ეს არ იქნება არაკონსტიტუციური. დიალოგი ჩაეტევა კანონისა და კონსტიტუციურობის ფარგლებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.