დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაჩენილ ვაკუუმს შეავსებს.

„კანონპროექტში საუბარია რეგულაციების მკაცრად გაკონტროლებაზე. ყველა იმ წესის განხილვა იწყება, რაც აუცილებელ პირობას ქმნის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად დაცული იყოს. რაც შეეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, ამ ცვლილებებით ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარია სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციასა და მის ექსპორტზე. განხილვა შეჩერებულია, რათა ყველა დაინტერესებულ პირთან დიალოგში ფართოდ შევიდეთ, განსაკუთრებით, საპატრიარქოსთან და ყველა კითხვას პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.