დავით მათიკაშვილი - მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფოს გადატრიალებაზე
დავით მათიკაშვილი - მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფოს გადატრიალებაზე

უკვე მეექვსე დღეა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით. საინტერესო და პასუხგასაცემია, რომ ამ პერიოდში გამოკითხულთა შორის არავის, არც საქმის ფიგურანტებს და არც ადვოკატს, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფოს გადატრიალებაზე.

„პირველივე დღეს, როცა ისინი გამოიკითხნენ, მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ გამოძიება სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, ადვოკატებმა და ფიგურანტებმა არ გაასაჯაროეს და საზოგადოებას დაუმალეს. მათ ეს მეექვსე დღეს წამოცდათ ან მოუწიათ იმის აღიარება, რომ გამოძიება, შეთქმულებასთან ერთად, სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ტერორისტილი აქტის „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებაა. რატომ დასჭირდა რადიკალურ ოპოზიციას ამ საკითხის დამალვა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის არგაცხადება? რა იყო ამ ყველაფრის დამალვის მიზეზი?

მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფოს გადატრიალებაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტითა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალებას ეხება. გამოძიება ექვსი დღეა, მიმდინარეობს და ამას რადიკალური ოპოზიცია, საქმის ფიგურანტები და მათი ადვოკატები მალავდნენ. ყველა მტკიცებულება და საქმის გარემოებები გამოძიების წიაღშია და კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი.