დავით მათიკაშვილი - ხაბეიშვილის სტატუსი ფორმალური იყო და ასეთივე იქნება ბოკუჩავას სტატუსიც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი თავმჯდომარის პირობებში წააგებს არჩევნებს „ნაცმოძრაობა“
ხაბეიშვილის სტატუსი ფორმალური იყო და ასეთივე იქნება ბოკუჩავას სტატუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ რომელი თავმჯდომარის პირობებში წააგებს არჩევნებს.
„ერთი კარიკატურული ფიგურის მეორე კარიკატურით ჩანაცვლება რა შედეგს გამოიღებს, ამას ვნახავთ. „ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება, ვინც არ უნდა შეცვალონ. ფაქტია, რომ ხაბეიშვილის სტატუსი ფორმალური იყო და ასეთივე იქნება ბოკუჩავას სტატუსი. ეს არის შირმა – პოლიტიკურად ამორტიზებულ პარტიას არაფერი ეშველება. გადაწყვეტილებებს სხვაგან იღებენ და არა ის ადამიანები, რომლებიც თავმჯდომარის ფორმალურ სტატუსს იკავებდნენ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ რომელი თავმჯდომარის პირობებში წააგებს არჩევნებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მან შემცვლელად თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.