დავით მათიკაშვილი - კანონმდებლობით დასჯადი ქმედებისთვის ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა მიიღოს
დავით მათიკაშვილი - კანონმდებლობით დასჯადი ქმედებისთვის ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა მიიღოს

პარტიას და პარტიულ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, ხდება შესაბამისი ქმედება? პასუხმაც არ უნდა დააგვიანოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქმეზე განაჩენი ჯერ დამდგარი არ არის.

„როდესაც ადამიანი პოლიციელს ურტყამს, ტრანსპორტს აზიანებს და ისე იქცევა, რაც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით დასჯადად არის გამოცხადებული, ცხადია, ასეთი ქმედებისთვის ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა მიიღო. პარტიას და პარტიულ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ხდება შესაბამისი ქმედება? პასუხმაც არ უნდა დააგვიანოს. ცხადია, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთ. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ დამდგარი არ არის. მხოლოდ აღკვეთ ღონისძიებაზე იყო მსჯელობა. სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღებს, რომელიც სასამართლოში წარდგენილი იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.