დავით მათიკაშვილი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესს სკეპტიკურად უყურებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესს სკეპტიკურად უყურებს.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის შეთავაზებას უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში მმართველი გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეალური შედეგი ვერ მოჰყვება.
„ამ პროცესის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვართ განწყობილი, რადგან სასამართლო ხელისუფლებაში კადრებით დაკომპლექტებისას პრეზიდენტის დამოკიდებულება გვახსოვს. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კვოტით ისარგებლა და თავისი თანამშრომლები წარადგინა, იგივენაირად მოიქცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაშიც. უზენაესს სასამართლოსთან მიმართებაში ერთი მხრივ, საკუთარი თანამშრომელი, მეორე მხრივ კი, თანამშრომლის მეუღლე წარადგინა, რაც დემოკრატიულობის ილუზიის შექმნაა“, – დასძინა მათიკაშვილმა.