დავით მათიკაშვილი - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მაქსიმალურად დროულად უნდა დასრულდეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, კარგია, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატი აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად მალე უნდა დასრულდეს.
„აქამდეც ვსაუბრობდით, ამ პოლიტიკური პროცესის შედეგად ვინ შეიძლება ყოფილიყო კმაყოფილი, ეს ჩვენი ოპონენტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხელს ვადებთ. კარგია, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და მაქსიმალურად დროულად უნდა დასრულდეს. საქართველოში უნდა დამთავრდეს ბოროტება, რასაც პირადი ჩანაწერების გავრცელება ჰქვია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შინაგან საქემთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავეს.