დავით მათიკაშვილი - ფაქტების გარეშე მოსაზრებები ჭორაობაა, რაც მიუღებელია პოლიტიკოსებისთვის და ყოფილი თანამდებობის პირებისთვის
დავით მათიკაშვილი - ფაქტების გარეშე მოსაზრებები ჭორაობაა, რაც მიუღებელია პოლიტიკოსებისთვის და ყოფილი თანამდებობის პირებისთვის

ოპოზიციის ტყუილებს აყოლილი ხალხი არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსმა ფაქტებით უნდა ისაუბროს.

„ფაქტების გარეშე მოსაზრებები ჭორაობაა, რაც მიუღებელია პოლიტიკოსებისა და ყოფილი თანამდებობის პირებისთვის. რაც ჭორაობას სცდება, შესაბამისს ინსტანციებში წყდება, ეს არის სასამართლო და პროკურატურა, ცესკო. დანარჩენი უარგუმენტო ჭორაობაა, რისი ფასიც ნულოვანია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.