დავით მათიკაშვილი - ეკა ბესელიას მცდელობაა, საკუთარი თავი აქტუალური გახადოს მაშინ, როცა აქტიურ პოლიტიკურ არენაზე მისი ადგილი აღარ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებებს ამაზრზენ ბრალდებებს და სისულელეს უწოდებს.
როგორც ჟურნალიტებს მათიკაშვილმა განუცხადა, ეკა ბესელიას მცდელობაა, საკუთარი თავი აქტუალური გახადოს მაშინ, როცა აქტიურ პოლიტიკურ არენაზე მისი ადგილი აღარ არის.
„აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობა მოვისმინეთ, თავისი თავი პოლიტიკურ ორბიტაზე დააბრუნოს. ეს არის იმის მცდელობა, რომ ეკა ბესელიამ საკუთარი თავი აქტუალური გახადოს მაშინ, როცა რეალურად, აქტიურ პოლიტიკურ არენაზე მისი ადგილი აღარ არის. რაც შეეხება მის განცხადებებს, ეს არის სისულელე და ამაზრზენი ბრალდებები. მზად ვარ, თუ ვინმე დაინტერესდება, ყველა კითხვას გავცე პასუხი ისევე, როგორც კითხვებს უნდა უპასუხოს ბესელიამ. მის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს, საკუთარ ტყუილებში თავად გაიბლანდა, თქვა, უმრავლესობაში ვიღაცებს აშანტაჟებენო და შემდეგ გადათქვა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.