დავით მათიკაშვილი - ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში
ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები, რომლებიც არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ოპონენტები არიან, ამ კრიტიკულ დროს, როდესაც ყველას ერთიანობა მართებს ევროპული მომავლისკენ, ცდილობენ, სიტუაცია ამოატრიალონ. მათიკაშვილის განცხადებით, ამ მიზანს ისინი ვერ მიაღწევენ, რადგან ამის არც პოლიტიკური, არც მორალური რესურსი აქვთ.
„ებრძვიან ქართულ იდენტობას, ჩვენს დიდ წინაპრებს, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დესტრუქცია და ქაოსი შეიტანონ საზოგადოებაში. როგორც 2012 წლიდან დღემდე ვერ შეძლეს „ნაცმოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა წარმატების მიღწევა და ეს შეუძლებელია მათი ამორალური და ანტიქართული პოლიტიკის გამო, ზუსტად იგივე შედეგი ელის მათ ყველა გეგმას, რომელიც აუცილებლად ჩავარდება საქართველოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.