დავით მათიკაშვილი -  ძალოვანი უწყებები აქტიურად იმუშავებენ, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია განახლდეს
დავით მათიკაშვილი -  ძალოვანი უწყებები აქტიურად იმუშავებენ, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია განახლდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებები აქტიურად იმუშავებენ, რათა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია განახლდეს და მსგავსი შემთხვევების იდენტიფიკაცია მოხდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი მთავრობის მიერ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მომზადებას გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები სიის მნიშვნელობას მიხვდებიან. კარგად იციან, თუ რას ნიშნავს ქვეყანა, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია. კარგად იციან, რას ნიშნავს, აგრესორის წინააღმდეგ დაპირისპირება, სადაც პატარა ქვეყანა ხარ და ის ძლიერი მეზობელია. ამიტომ, პარტნიორები მხარს აუცილებლად დაგვიჭერენ, ამერიკის შეერთებული შტატების იმედი გვაქვს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.