დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ინციდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზის გარეთ მოხდა. ჯერ უცნობია, რა გახდა მათიკაშვილსა და აბუსერიძეს შორის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა დეპუტატებმა ვითარების განმუხტვის მიზნით მათიკაშვილი სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.
ამასთან, აბუსერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ის და მათიკაშვილი მსჯელობდნენ და რაიმე კამათი, ან დაპირისპირება არ ჰქონიათ”.