დავით მათიკაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების არჩევანი, წერილის ავტორებს სურთ 1 120 000 ამომრჩეველს წაართვან არჩევანი
დავით მათიკაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების არჩევანი, წერილის ავტორებს სურთ 1 120 000 ამომრჩეველს წაართვან არჩევანი

შადიმანების, ყორღანაშვილების, ორჯონიკიძეების საქმის ღირსეული გამგრძელებლები არიან წერილის ავტორები, ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც უნდათ, არა მარტო 1 120 000 ამომრჩეველს წაართვან არჩევანი, არამედ მთელ ქვეყანას დააკარგვინონ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენი ისტორიის ღირსებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერილის ავტორებს სურთ, რომ საკუთარ ვიწროპარტიულ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყნის ევროინტეგრაცია.

„ეს ის უსამშობლო ადამიანები არიან, ვისი საქციელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ადამიანებმა კარგად დაანახეს ჩვენს საზოგადოებას და მსოფლიოს, როგორები არიან 21-ე საუკუნის მოღალატე, საკუთარი ქვეყნის მოძულე პოლიტიკური ძალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების არჩევანი. ეს არჩევნები ლეგიტიმურად უკვე იყო ცნობილი და ყველა ასეთი ქმედება მხოლოდ კონტრპროდუქტიულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.