დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, სწორად გადავდგათ ნაბიჯები როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე არჩევნების დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით ჩატარების თვალსაზრისით
დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, სწორად გადავდგათ ნაბიჯები როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე არჩევნების დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით ჩატარების თვალსაზრისით

ჩვენი ვალდებულებაა, სწორად გადავდგათ ნაბიჯები როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე არჩევნების დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით ჩატარების თვალსაზრისით, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, კოვიდინფიცირებული პაციენტებისა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი ეპიდემიოლოგებთან ერთად იქნება გააზრებული.

„მსოფლიო უმძიმეს სენს ებრძვის და პანდემიის წინაშე დგას საქართველოც. ქვეყანა ამ გამოწვევას რეგიონსა და მსოფლიოში ყველაზე კარგად უმკლავდება. შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ჩვენი ვალდებულებაა, ძალიან აქტიურები ვიყოთ და სწორად გადავდგათ ნაბიჯები როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე არჩევნები მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით ჩატარდეს. დამერწმუნეთ, ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება, გავიაზრებთ ეპიდემიოლოგებთან ერთად და იქნება პოლიტიკურად სწორი, რათა არ დაირღვეს დემოკრატიულობის არც ერთი პრინციპი და პანდემიის წინააღმდეგაც ბრძოლა გაგრძელდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.