დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა საქმის კეთება და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ აქვს
დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა საქმის კეთება და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ აქვს

ჩვენი ვალდებულებაა საქმის კეთება, კანონპროექტების განხილვა და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, სამწუხაროდ, ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე განიხილება მიმდინარე საკითხები, მათ შორის საარჩევნო სისტემა.

„მიმდინარე წელი საარჩევნოა, სწორედ ის განსაკუთრებული რეჟიმია, როცა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პროგრამის წარდგენის გზით პოლიტიკური ქულები უნდა მოიპოვონ. ოპონენტებს მოვუწოდებ, რომ სწორედ ასე მოიქცნენ და არა დესტრუქციულად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.