დავით მათიკაშვილი - აუცილებლად გვეყოლება მთავარი პროკურორი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს
დავით მათიკაშვილი - აუცილებლად გვეყოლება მთავარი პროკურორი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ქვეყანას ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, პროცესი არის ღია, გამჭვირვალე და ბევრ მხარეს იმის საშუალება აქვს, რომ კანდიდატურები წარადგინოს.

„თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ თეა წულუკიანზე, ვსაუბრობთ იმ დანაპირებზე, რაც პრემიერ-მინისტრმა გასცა. ღრმად მწამს, რომ ეს დანაპირები შესრულდება. საქართველოს მაღალი დონის პროფესიონალი მთავარი პროკურორი ეყოლება, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით ისარგებლებს, რაც არის მთავარი. პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ქვეყანას ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს. შესაბამისი რესურსიც არსებობს. აუცილებლად გვეყოლება მთავარი პროკურორი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს”, – განაცხადა მათიკაშვილმა