დავით მათიკაშვილი - არსებობდა მოლოდინი, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური ნაბიჯები აღარ იქნებოდა, დღეს დილას აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ
არსებობდა მოლოდინი, რომ გუშინდელი პოზიტიური შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური ნაბიჯები აღარ იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტთან გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მათიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია იპოვის რესურსს, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მისაღებად.
„გულწრფელად გეტყვით, საზოგადოებიდან ობიექტური მოლოდინი არსებობდა, რომ გუშინდელი პოზიტიური შეხვედრის შემდგომ, ოპოზიციის მხრიდან ეს ნეგატიური ნაბიჯები აღარ იქნებოდა გადადგმული და კონსტრუქციულ რიტორიკას და მდგომარეობას შეინარჩუნებდნენ. სამწუხაროდ, დღეს დილას აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ. რა თქმა უნდა, ეს აქცია პოზიტიურად არ ადგება ამ პროცესს, მაგრამ ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებთ, რომ რადიკალური ოპოზიცია გამოძებნის რესურსს და შეძლებს, მიიღოს რეალობა, გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების რჩევები და მიღებული იქნება ზეპარტიული და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.