დავით მათიკაშვილი - „აირაის“ დასკვნა არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში, ყველა მაღალი სტანდარტის დაცვით ჩატარდა
„აირაის“ დასკვნა არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, ყველა მაღალი სტანდარტის დაცვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშით დადასტურდა, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით, სიცრუეა.
ორგანიზაციისგან ამ არჩევნებმა ბევრად უკეთესი შეფასება მიიღო, ვიდრე სხვა არჩევნებმა, რომელიც იყო წინამორბედი არჩევნები. ფაქტია, ამ და ყველა დანარჩენი დასკვნებითაც, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დამკვირვებლების მხრიდან იყო წარმოდგენილი არჩევნების შედეგების კუთხით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ოპოზიციის ყალბი ნარატივი, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არის ელემენტარულად სიცრუეზე დამყარებული. კარგი იქნება, თუკი კარგად დაუგდებენ ყურს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც დაეხმარება ჩვენს ოპოზიციას იმ მოლაპარაკებაში, რომელიც იქნება სწორედ ევროპელი ფასილიტატორების შუამავლობით გამართული, რადგანაც საღმა აზრმა, არსებულმა რეალობამ უნდა გაიმარჯვოს და ზეპარტიული გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.
IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენიაარჩევნების საბოლოო შედეგებზე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.