დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატებზე მსჯელობა დღეს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატებზე მსჯელობა დღეს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებზე მსჯელობა დღეს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, მინისტრების შერჩევისა და წარდგენის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აქვს.

„მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი პროექტები წარადგინა, რომელსაც განსახორციელებლად პასუხისმგებლიანი ადამიანები სჭირდება და აქტიური მუშაობა სწორედ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, მათ საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ და შეფასებებს იმ პირობებში აკეთებენ, როცა არც კი იციან, ახალი კაბინეტი როგორ იქნება დაკომპლექტებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს დაასახელებს.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 20:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.