დავით მათიკაშვილი - 2019 წლიდან ვაკვირდები, როგორ დასვენებასა და ლოკდაუნში იმყოფება ოპოზიცია, პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო საქმიანობის კარი მუდამ ღიაა
ჩვენ ახლა პარლამენტში ვიმყოფებით და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი სამუშაო რეჟიმში ვართ. 2019 წლიდან ვაკვირდები, თუ როგორ დასვენებაში და სრულ ლოკდაუნში იმყოფება ჩვენი ოპოზიცია. მესამე წელია, თუ დღეებს ჩამოვთვლით, შეიძლება ერთი ხელიც გვეყოს, რომ ვთქვათ, ოპოზიცია პარლამენტში მობრძანდა და აქ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო სამუშაოსთვის საკანონმდებლო ორგანოს კარი დეპუტატისთვის ყოველთვის ღიაა.
„არ მახსენდება ხუთი შემთხვევა, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით გამოცხადებულიყო პარლამენტში და რამე საკითხზე მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო საქმიანობაში. საინტერესოა, გიორგი ვაშაძე რაზე საუბრობს. პარლამენტში მობრძანდეს. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო საქმიანობის კარი მუდამ ღიაა. აქ არ არის მხოლოდ სესიებზე და კომიტეტებზე საუბარი. საპარლამენტო და მაჟორიტარების საქმიანობა, ყოველდღიური საპარლამენტო რეჟიმი ისეთივე აქტიურ პროცესშია, როგორც ეს აქამდე იყო. ეს დასვენება სინამდვილეში მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს თუ ეხებათ და არა პარლამენტის წევრებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.