დავით მაღრაძე - საქართველოში ღირსებით სავსე ხალხია და დღეს თელავში ამის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა
საქართველოში ღირსებით სავსე ხალხია და დღეს თელავში კიდევ ერთხელ ამის დემონსტრირება მოხდა, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება და ეს შეხვედრები არ იქნება მონოლოგის რეჟიმში.
მაღრაძის განცხადებით, აქციის მიზანია, მოსახლეობისგან მოისმინონ რა აწუხებთ და რას ფიქრობენ.
„საქართველოში ღირსებით სავსე ხალხია და დღეს თელავში კიდევ ერთხელ ამის დემონსტრირება მოხდა. ჩვენ მოსახლეობას ჩვენი გულისთქმა უნდა გავუზიაროთ და მათიც უნდა მოვისმინოთ, როგორი განცდა და ფიქრი აქვთ. ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს“, – განუცხადა პირველ არხს დავით მაღრაძემ.