დავით მაღრაძე - როდესაც აშშ-ის საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, დიპლომატიური სივრციდან გავიდა
დავით მაღრაძე - როდესაც აშშ-ის საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, დიპლომატიური სივრციდან გავიდა

ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში არჩევნების გვერდის ავლით მოსვლის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ-ის საელჩოა, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ განაცხადა.

როგორც მაღრაძემ აღნიშნა, აშშ-ის საელჩო, არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებით, დიპლომატიური სივრციდან გავიდა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ის არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ ბოროტ განზრახვას და რევოლუციურ სცენარს, რომელიც ისედაც ჩავარდნილია, თავი უნდა დაანებოს, ვინაიდან ქართველ ხალხში ამ სცენარს მხარდაჭერა არა აქვს. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ-ის საელჩოა. როდესაც საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ამით დიპლომატიური სივრციდან გავიდა. ეს მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო მისიამ და დამკვირვებელმა ცნო და აღიარა, რაღაც დროის შემდეგ კი ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ ეჭვქვეშ დააყენა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.