პოეტი დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს განაცხადა.
“წელს დათოს პროფესიულ ასპარეზზე ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება, მათ შორის მინდა, ვთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა”, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ეს განცხადება გიორგი შარვაშიძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააკეთა, სადაც დავით მაღრაძეს იტალიის რესპუბლიკის სოლიდარობის ორდენი გადაეცა.
როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარდგენილია, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებული და თსუ-ს საზოგადოების გამგეობის წევრი.