დავით მაღრაძე - ორჯერ მკითხეს და ორჯერვე პატივისცემა გამოვხატე ხაზარაძის მიმართ, მაგრამ ნუ გამოხვალ და ნუ დაგვარიგებ ჭკუას, რომ თურმე ღირსება არსებობს
იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯერ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა, ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად მეტი სიმძაფრის წყალგამყოფები არსებობდა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ ეს წყალგამყოფები მე სიზმარში ვნახე და ამათ დღეს გაიგეს?! დღეს გაგახსენდა ღირსება, დალოცვილო?! აქამდე სადმე თაროზე იყო შემოდებული?! არსებობს ბევრი წყალგამყოფი – ხალხმა იბრძოლა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც თვითონაც ამბობენ, ეს ხელისუფლება არის უნიათო. ე.ი. უნიათოს წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ადვილია? და ორგანიზებული რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ძნელია? ორჯერ მკითხეს და ორჯერვე პატივისცემა გამოვხატე ხაზარაძის მიმართ, მაგრამ ნუ გამოხვალ და ნუ დაგვარიგებ ჭკუას, რომ თურმე ღირსება არსებობს, თურმე თავდადება არსებობს ქვეყანაზე…ამიტომ ფრთხილად შევიდნენ მოსახვევებში, თორემ მოსრიალდებიან“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.