დავით მაღრაძე - „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ძალად არ განვიხილავდი, მეორე ტურში რომ ერთად არ დამდგარიყვნენ
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ძალად არ განვიხილავდი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომ ერთად არ დამდგარიყვნენ, – განაცხადა მოძრაობა „გადაარჩინე საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ისინი ერთად დადგნენ მეორე ტურზე. მე კი არ განვიხილავ, დადგნენ. რომ არ დამდგარიყვნენ, არ განვიხილავდი“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უნდა დაემტკიცებინათ, რომ ცალ-ცალკე არიან და დაამტკიცეს, რომ ერთად არიან.