დავით მაღრაძე – „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ძალად არ განვიხილავდი, მეორე ტურში რომ ერთად არ დამდგარიყვნენ

23:14, 15.04.2019

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ძალად არ განვიხილავდი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომ ერთად არ დამდგარიყვნენ, – განაცხადა მოძრაობა „გადაარჩინე საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ისინი ერთად დადგნენ მეორე ტურზე. მე კი არ განვიხილავ, დადგნენ. რომ არ დამდგარიყვნენ, არ განვიხილავდი“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უნდა დაემტკიცებინათ, რომ ცალ-ცალკე არიან და დაამტკიცეს, რომ ერთად არიან.

მსგავსი