საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ყოფილი მმართველი პარტია მოსამართლეების კრიტიკული შეკითხვების პირისპირ – საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაურიანი პროცესი გრძელდება.
გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე – მოსამართლეების დღევანდელი კითხვები ძირითადად ბოლო წლებში მოწყობილ აქციებზე დაისვა. აქცენტი იყო 4 ოქტომბრის მოვლენებზე. ევა გოცირიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განმხილველ პლენუმში რჩება. არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლის აცილებას ითხოვდა. სწორედ გოცირიძემ დასვა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და გახმაურებულ საქმეებზე საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები და დაინტერესდა, იკვეთება თუ არა ამ საქმეებში პარტიის პასუხისმგებლობა, რასაც ადრესატის გაღიზიანება და პროტესტი მოჰყვა.