წარსულისგან გამიჯვნის მცდელობა
ყოფილი მმართველი პარტიისა და ხელისუფლების გამიჯვნის თუ პასუხისმგებლობის ცალკეულ თანამდებობის პირებზე გადატანის მცდელობა – საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვის სტრატეგიამ მძიმე რეაქციები გამოიწვია. 2004 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი დანაშაულები – წამება, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები და საქმეები, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ სისტემური დარღვევები დაადგინა, – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ინდივიდუალურ გადაცდომებად შეფასდა. მოპასუხე მხარის პოზიციით, საკუთრების უფლების დარღვევებიც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რომ პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდეს. რაც შეეხება კითხვას, ეკისრება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხისმგებლობა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, თეთრაძის და სხვების გახმაურებულ საქმეებზე – მოპასუხემ ამ შემთხვევაშიც ისრები არა პარტიის, არამედ ყოფილი თანამდებობის პირებისკენ მიმართა. თანაგუნდელების პოზიციონირებამ ექს-პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პარტიის წევრებს სასამართლოდან სახლში წასვლა ურჩია. მოქმედი ხელისუფლებიდან კი ოპონენტებს მეხსიერება დაუწუნეს, რეზონანსული საქმეები შეახსენეს და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.