დავით მაღრაძე - დაგვსაჯეს, რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა
საქართველო კანდიდატობის წევრებს შორის კორუფციის მაჩვენებლით, დემოკრატიული ინსტიტუციებით პირველი იყო, უკრაინაც და მოლდოვაც მას ბევრად ჩამორჩებოდა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი შეტრიალდა და ორივე ქვეყანას ყველა პარამეტრით ჩამოვრჩით, – ამის შესახებ მწერალმა, დავით მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც დავით მაღრაძე აცხადებს, „საქართველოს ასეთი დასჯა ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს“.
„ორივეს წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით უკრაინას, რომელიც ყოველ წუთს კარგავს ადამიანებს, მაგრამ ჩვენი ასეთი „დასჯა“ სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. დაგვსაჯეს რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენც გვაქვს ცოდვები, მაგრამ უცოდველი არც ევროკავშირია, არც ბრიტანეთის სამეფო ან სხვა ქვეყანა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.