დავით ლორთქიფანიძე - გელათთან დაკავშირებით ათეულობით კვლევა ჩატარდა, ყველა პროცესზე დეტალური მონიტორინგია, ტაძარში ნალექი არ ხვდება, შეგვიძლია, ზამთარში წყნარად ვიყოთ
გელათში ნალექი არ ხვდება, შეგვიძლია, ზამთარში წყნარად ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ხელმძღვანელმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მონაწილეობენ და და ყველა პროცესზე დეტალური მონიტორინგი მიმდინარეობს.
„ერთი დეტალია გადასაწყვეტი, რომელზეც გადაწყვეტილება UNESCO-მ უნდა მიიღოს – დროებითი გადახურვა მთლიანად გუმბათიანი იქნება თუ გუმბათის გარეშე. ეს საშუალებას მოგვცემს, დეტალური მოქმედება იყოს გადახურვის ქვეშ, თუმცა დღეს, ამ წუთში გელათში ნალექი არ ხვდება, შეგვიძლია, ზამთარში წყნარად ვიყოთ. პრინციპული გახლავთ ის, რომ მთლიანად პროცესი არის ინტერდისციპლინარული, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით. უკვე ათეულობით კვლევა ჩატარდა. ყველა პროცესზე დეტალური მონიტორინგია“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, დღეს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.