დავით კირვალიძე გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კანდიდატია
საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს.
არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება, ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი კი მუშაობას აგვისტოში შეუდგება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე სულ ხუთი კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არიან კამერუნის, ჩინეთის, საფრანგეთის, ინდოეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.