დავით კირკიტაძე - რაც მალე ჩატარდება არჩევნები და  „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს
დავით კირკიტაძე - რაც მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს

რაც მალე ჩატარდება არჩევნები, რაც მალე დავემშვიდობებით „ქართულ ოცნებას“ და გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში გატარებული თითოეული დღე მოქალაქეებისთვის მხოლოდ პრობლემების შემქმნელია.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გატარებული თითოეული დღე არის დამძიმებული ყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გაუარესებული მდგომარეობა ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაციის, დაღუპული ადამიანები. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ რაც მალე ჩატარდება არჩევნები, რაც მალე, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დავემშვიდობებით „ქართულ ოცნებას“ და გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

ღრმად გვწამს და მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული დღე, რასაც ისინი ატარებენ ხელისუფლებაში, არის პრობლემების შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ, რაც შეიძლება მალე გვსურს, არჩევნების გზით ისინი გავუშვათ ოპოზიციაში და დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ უხვად მოუტანა და დაუგროვა ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს“, – აღნიშნა კირკიტაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, – კირკიტაძის თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც ყოველთვის, ახლაც იტყუება“.

„თქვენ ხართ საარჩევნო ღონისძიებაზე, ჩვენ დაწყებული გვაქვს კამპანია და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ იმ პრობლემების გამო, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა მათ, მათ ოჯახებს, მთლიანად ქვეყანას, უნდა დავემშვიდობოთ ამ არჩევნებზე, და გარწმუნებთ, ეს ასე იქნება“, – გაანცხადა დავით კირკიტაძემ.