დავით კირკიტაძე - პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცელი ანგარიში წარმოადგინა, სადაც საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე საკუთარ თავს ვერ იპოვოს
დავით კირკიტაძე - პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცელი ანგარიში წარმოადგინა, სადაც საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე საკუთარ თავს ვერ იპოვოს

დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი წლიური ანგარიშის წარდგენისას მოჰყვება ტრაბახს და ბაქი-ბუქს, მეორე მხრივ კი, ცხრა წელზე საუბარს დაიწყებს, რადგან არგუმენტები არ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მთავრობის წლიურ ანგარიშში მხოლოდ ტრაბახია.

„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცელი ანგარიში წარმოადგინა, სადაც საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე საკუთარ თავს ვერ იპოვოს და ვერ აღმოაჩენს იმ პრობლემებზე საუბარს, რაც მათ აწუხებთ. ვერც ერთი პენსიონერი ვერ აღმოაჩენს იმას, რომ მთავრობა წუხდეს იმაზე, რომ მათ წამლები გაუძვირდათ და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. დოკუმენტში ვერცერთი სტატუსს შეჩერებული სტუდენტი თავის თავს ვერ აღმოაჩენს. ვერც ერთი მოქალაქე, ვისაც უწყლობა აწუხებს, თავის თავს ანგარიშში ვერ იპოვის ისე, როგორც ვერც ერთი დიასახლისი და მძღოლი, რომელთაც პროდუქტები და საწვავი გაუძვირდათ. მოხსენებაში არც ის წერია, მთავრობა რას აპირებს, რომ ფასების შემცირების მიმართულებით. დოკუმენტში ბევრია ტრაბახი, თითქოსდა, გაკეთებული საქმეებით. თუ ეს ყველაფერი გააკეთეს, არც ერთ მოქალაქეს რატომ არ ეტყობა?“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს.