დავით კირკიტაძე - ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალების გააქტიურებას მივესალმებით
ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალების გააქტიურებას მივესალმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
კირკიტაძეს კითხვით მიმართეს „ლელოს“ წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, პენსია პირველ ეტაპზე 200 ლარით გაიზრდება, 2028 წლამდე კი 1 000 ლარს გაუტოლდება.
„მივესალმებით ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალების გააქტიურებას, რადგან ღირსეული სიბერე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ და იმოძრაოს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ამა თუ იმ დაპირებას, რომელიც მათ აქვთ წინასაარჩევნოდ, ამაზე მათ უნდა ისაუბრონ და დეტალურად განუმარტონ მოქალაქეებს, როგორ აპირებენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.